Monday, July 6, 2015

დღე მეცხრე

       
დღეს  შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა ცხრა  დღის  განმავლობაში.  ვნახეთ  წარმოდგენილი პროექტების  პრეზენტაციები, ყველა  პრეზენტაცია  თავისთავად  საინტერესო    და  საყურადღებო  იყო.  ვფიქრობ  ტრენინგმა ბევრი  რამ  გვასწავლა,  რასაც აუცილებლად  გამოვიყენებ  სასკოლო  ცხოვრებაში.

ჩემი პროექტის პორთფოლიო

პორთფოლიოს საქაღალდე

Wednesday, July 1, 2015

დღე მერვე

დღევანდელ დღეს გამოვყოფდი დიფერენცირებულ სწავლებას. ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისათვის. დღევანდელი დღეც მეტად ნაყოფიერი იყო.

Tuesday, June 30, 2015

დღე მეშვიდე

დღევანდელი დღეც ისევე ნაყოფიერი იყო როგორც დანარჩენი.მე ძალიან კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებით მომეწონა შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე მუშაობა. ასევე მომეწონა შეფასების რუბრიკაზე მუშაობაც.

Monday, June 29, 2015

დღე მეექვსე

მე დღეს ყველაზე ძალიან მომეწონა სასწავლო პროცედურების გაწერა ბლუმის და გარდნდნერის მიხედვით, რადგან მოსწავლეთა ინტელექტის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

Friday, June 26, 2015

დღე მეხუთე

დღევანდელმა დღემაც მეტად საინტერესოდ ჩაიარა.განსაკუთრებით სასარგებლო იყო პრეზენტაციების ატვირთვა ბლოგზე. ეს ცოდნა ძალიან გამოგვადგება მომავალში, როცა სხვა პროექტებს და პრეზენტაციებს გავაკეთებთ.

Thursday, June 25, 2015

ჩემი პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია

დღე მეოთხე


შევისწავლეთ შეფასების სტრატეგიები და პრეზენტაცია. ორივე მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებისათვის.

Monday, June 22, 2015

მესამე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოდული 2-ზე:ჩემი პროექტის დაგეგმვა, წტანდარტების გათვალისწინება,მიმართულების მომცემი კითხვის ფორმულირება და ბკუმის განახლებული ტაქსონომია. მუშაობა მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. დღე იყო საკმაოდ დატვირთული. ძალიან კმაყოფილი ვარ.

Sunday, June 21, 2015

დღე მეორე

    პროექტის  ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეები ღრმად შეისწავლიან დაპრაქტიკულად განახორციელებენ სხვადასხვა გაზომვებს,იმუშავებენ პერიმეტრის,ფართობის გამოანგარიშებაზე. შეისწავლიან დიდი რიცხვების გამრავლებას, ბოლოს კი გააკეთებენ მაკეტს.

რეფლექსია

     ჩემი იდეა დაახლოებით ასეთია: სკოლა სადაც მე ვმუშაობ გარშემორტყმულია ძველი გალავნით, თავისი ქონგურებით. მინდა მოსწავლეებს გავაზომვინო სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, გამოვთვალოთ პერიმეტრი, ფართობი,გავაკეთოთ მაკეტი.